ახალშობილის “ლომკა” – უმძიმესი კადრები, თუ რა ემართება ჩვილს, რომლის დედა ნარკოდამოკიდებულია

0
1635
Загрузка...

ახალშობილთა აბსტინენტური სინდრომი (NAS) აშშ-ში უკანასკნელი ათწლეულის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მდგომარეობა ჩვილებში ვითარდება იმის გამო, რომ ორსულობისას დედა მოიხმარს ოპიოდებს ან ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორებიცაა მორფინი, კოდეინი, ჰიდროკოდონი, მეტადონი და სხვ. ეს ნივთიერებები პლაცენტიდან ხვდება ჩვილის ორგანიზმში, ემბრიონი დედის მსგავსად დამოკიდებული ხდება და წამალზე დამოკიდებულებით იბადება.

მემკვიდრეობით მიღებული დამოკიდებულება კი ახალშობილებში ე.წ. ლომკას იწვევს. ეს კადრები, რომელზეც ასახულია ახალშობილი “ლომკისთვის” დამახასიათებელი სიმპტომებით, ვირჯინიის ჰოსპიტალშია გადაღებული. მომატებული მგრძნობელობა, სპაზმი, შეუჩერებელი კანკალი – ეს იმ სიმპტომების ნაწილია, რომლებიც ასეთ ჩვილებს ახასიათებთ. ბიჭუნა, რომელიც ვიდეოზეა ასახული, რამდენიმეკვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ გამოკეთდა და ექიმებმა იგი სახლში გაწერეს.

ჰოსპიტალმა ვიდეომასალა Reuters-ს მიაწოდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, რა ტრავმული შეიძლება იყოს ახალშობილისთვის აღკვეთის სინდრომი, ანუ “ლომკა”.

დატოვეთ კომენტარი