„დოჩი“ დიეტის საიდუმლოს ამხელს – „ გავხდი კუპატით ელარჯით ხაჭაპურით და ნამცხვრით“ – exclusive

0
1026

„დოჩი“ დიეტის საიდუმლოს ამხელს – „ გავხდი კუპატით ელარჯით ხაჭაპურით და ნამცხვრით“ – exclusive

Загрузка...

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი გმირი დოჩი ალიშბაია, იგივე ნანუკა გულუა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ნანუკა 113 კილოგრამი ყოფილა. და იმის გამო რომ ყველანაირი დიატის დაცვა უჭირდა, თავისი დიეტა გამოიგონა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ნანუკა 50 კილოგრამის დაკლების საიდუმლოს ამხელს.

– ვიღებთ 100 გრამ ხაჭოს და 200 გრამ ქათმის ფილეს, მე არ შემიძლია. ვისტრესები. რაღაც რომ მინდა და ვერ ვჭამ, ვგიჟდები. ამიტომ გამოვიგონე ჩემი დიეტა. გავხდი კუპატით ელარჯით ხაჭაპურით და ნამცხვრით.

– ვინ დაიჯერებს?

– ახლა აგისნით დღის რეჟიმს და ყველა დაიჯერებს. 12 საათიდან 3 საათამდე ვჭამდი იმას რაც წინა ღამით დამესიზმრებოდა და 3 საათის მერე ყავასაც კი არ ვსვამდი, მეორე დღის 12 საათამდე. ვიყავი მხოლოდ წყალზე. 6 წელი პირნათლად (ქორწილში, დაბადების დღეებზე, წვეულებებზე) დავიცავი დიეტა. 4-ის ერთ წუთზე ლუკმას ვაბრუნებდი პირიდნ, იმიტომ რომ, საშინელი ფიცი მქონდა დადებული, რომ მახსენდებოდა…  ჯერ ერთი წლით ვიფიცებდი და ყოველი წლის დასაწყისში ვაახლებდი (იცინის). ასე დავიკელი 50 კილოგრამი. სამი წლის მერე ორგანიზმი მიეჩვია ამ დიატას და ვეღარ ვიკლებდი. მერე უკვე იმ სამ საათშიც ტკბილეული, შაქარი და ცომი ამოვიღე რაციონიდან. ძალიან ცუდად გავხდი, ენერგია აღარ მქონდა…

–  ახლა როგორ ინარჩუნებ წონას?

– ტკბილეულს დღესაც არ გეახლებით. ცხიმიანი საჭმელები, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები და ცომეული აღარ არის ჩემთვის… დანარჩენს გეახლებით ზომიერად ყველაფერს. დღესასწაულებზეც აღარ ვამბობ უარს.

ნინო მჭედლიშვილი

დატოვეთ კომენტარი