თავდასხმა სასულიერო პირზე – ვაკეში მამა გიორგის ესროლეს

0
2803
Загрузка...

თავდასხმა სასულიერო პირზე – ვაკეში მამა გიორგის ესროლეს

თავდასხმა მოხდა მამა გიორგი ცნობილაძეზე, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2 მამა შალვა კეკელიამ დაუდასტურა.  სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავი 2, შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი