ნახეთ როგორ სადისტურად მოექცნენ ძაღლს – “ძაღლი ლურსმნიანი ჯოხით მოკლა”

0
60
Загрузка...

ნახეთ როგორ სადისტურად მოექცნენ ძაღლს – “ძაღლი ლურსმნიანი ჯოხით მოკლა”
თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცმა კავკასიური ქოფაკის ჯიშის ძაღლი მოკლა. მამაკაცმა ძაღლს, ლურსმან დაჭედებული ჯოხი დაარტყა, ამის მიზეზი კი, როგორც ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები ყვებიან, 4 წლის წინ მომხდარი შემთხვევა გახდა. ადგილობრივების თქმით, 4 წლის წინ, ლეკვმა მამაკაცს მცირედი დაზიანება მიაყენა.

ძაღლის ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ცხოველი სამკურნალოდ დედაქალაქშიც იქნა გადაყვანილი, თუმცა უშედეგოდ.

როგორც თვითმხილველები „ინფო რუსთავთან“ ყვებიან, მამაკაცი ბრალს აღიარებს. ფაქტი „ინფო რუსთავს“ არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ცხოველთა მეგობრების“ თავმჯდომარის მ/შ ირინა ლიკლიკაძემ აცნობა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საამრთალდამცავებმა, მომხდართან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი პირი უკვე დაიკითხა. საქმე აღძრულია 259 მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს

დატოვეთ კომენტარი