ნინო დარასელს მეხი დაეცა- „ნინო მეხამრიდი- შემიძლია ისტორიის ნაწილი გავხდე“

0
40
Загрузка...

ნინო დარასელს მეხი დაეცა- „ნინო მეხამრიდი- შემიძლია ისტორიის ნაწილი გავხდე“

ნინო დარასელი ფეისბუქზე წერს.

„რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია.ჰოდა რას ვამბობდი და…. არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა! გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვიმთმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემს მოსაგონარს. თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც, შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც, მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით თურმე ეხლა მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებსთქო.

მოკლედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა ვამბობდი ამაზე უარესი რაღა დაგვემართებათქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.

მფრინავმა 10 დან 9 ქულა ვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ეხლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი. თამუნა თანდაშვილი უმაგრესი გუნდი გყავს. გაგითვალისწინებთ სავეზიროში“_ წერს დარასელი.

დატოვეთ კომენტარი