პირველად საქართველოში – უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში!

0
1148
Загрузка...

16 მარტს “ღუდუშაურის კლინიკის” გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილის და ქოშინის ჩივილით მიმართა. კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი!
პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის და აორტის სარქველის პროთეზირება, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო. სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია ჯერ მეან-გინეკოლოგებს, ხოლო შემდეგ კარდიოქირურგებს უნდა ჩაეტარებინათ. ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა.
პაციენტიმეან-გინეკოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში.

“ღუდუშაურის” კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია, უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა! დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი კი ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია!

დატოვეთ კომენტარი