პოლიციელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, პოსტი დატოვა

0
1621

პოლიციელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, პოსტი დატოვა

Загрузка...

პოლიციელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია On.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

“მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში იმყოფება”.

EMC-ის წარმომადგენელმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას გარდაცვლილის მეგობარმა მიაწოდა წერილი, რომლის მიხედვითაც, 22 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებს:

“გარდაცვლილის მეგობარმა მითხრა, რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს ამ საქმის გამოძიება, რადგან შესაძლოა არსებობდეს მისი მიჩქმალვის ინტერესი”.

წერილის შინაარსს, რომელიც გარდაცვლილის მეგობარმა გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

“დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. – მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურ იძიებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, პოსტი დატოვა1

დატოვეთ კომენტარი