რა თანამდებობაზე მუშაობს რეალურ ცხოვრებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩიკა – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება

0
48
Загрузка...

რა თანამდებობაზე მუშაობს რეალურ ცხოვრებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩიკა – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება

“ჩემი ცოლის დაქალებში” ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. დიზაინერ თავზარიკო ცხენიანის როლს სერიალში ზალიკო ბერგერი ასრულებს. მის გამოჩენას სერიალში, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ მოხვდა ზალიკო “ჩემი ცოლის დაქალებში” Ambebi.ge დიზაინერს დაუკავშირდა.

– ზალიკო, მოულოდნელი იყო როცა სერიალიდან დაგირეკეს?

– მეგონა, რომ ადრე თუ გვიან მოვხვდებოდი “ჩემი ცოლის დაქალებში”… ისეთი სერიალია ვიცოდი, რაღაც როლი ჩემთვისაც მოიძებნებოდა. კასტინგი ჩატარდა, სადაც ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ მიწვეული, მაგრამ მე გამიმართლა და ამირჩიეს.

– ვინ არის თავზარიკო ცხენიანი?
– ჩემი პერსონაჟი დიზაინერია, თავზარ ცხენიანი. მგავს, ისიც ქალაქის თვალია, სვეტსკი, ყველას მეგობარია…
ჩიკას მეუღლე შავლეგიკო ხომ მადლიანია, მე თავზარიკო ვარ ცხენიანი. ჯერ მხოლოდ ორ სერიაში ვითამაშე და იმედი მაქვს, მაყურებელს მოეწონება. ყველა დამეთანხმება, რომ უზომოდ პოპულარული სერიალია და გულით მინდოდა იქ მოხვედრა. ამიტომ კასტინგზე ძალიან ვინერვიულე.

– ბევრი ჩიკასნაირი გოგოა თბილისში, ვის გაგონებს ჩიკა?
– ჩიკას პერსონაჟი არის თბილისელი ბიზნესმენების ცოლების, ვაკეში და ვერაზე გამოჩენილი გოგოების ნაკრები სახე. თეო ფერაძის რძალი მაგონებს ჩიკას. ზუსტად ისეთი მანერები აქვს, როგორც მას. მას შენდეგ

რაც ეს პერსონაჟი გამოჩნდა, ბევრმა გოგომ მიბაძა ჩიკას… ამას წინათ ქალაქის გამოჩენილი პერსონის დაბადების დღეზე ვიყავი და ცეკვის დროს შევატყვე, რომ ბევრი ჩიკები იყვნენ იქ. გულით კეთილი გოგოები არიან, განათლება არ აქვთ, მაგრამ თავის გამოჩენა უყვართ, ცდილობენ ქმრებით თავისი გაიტანონ.

– როგორი პარტნიორი აღმოჩნდა ჩიკა?
– ჩიკას როლის შემსრულებელს, ანას ბავშვობიდან ვიცნობ. 10 წელი არ მყავდა ნანახი და ამის მიუხედავად გადასარევად შევხვდით ერთმანეთს. ანა ბავშვობიდან გახსნილი ადამიანია, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია და ამჟამად პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში მუშაობს. არაჩვეულებრივი მეგობარი და პარტნიორია. გუშინდელი სერია შესავალი იყო და დღეს უნდა ნახოთ რა მოხდება. სცენარში თვალი მოვკარი, სადაც თენგო ამბობს ნიგადაევს დიზაინერი ყავს მოკლულიო და რას მიპირებს არ ვიცი. მაგრამ თავზარიკო რისი თავზარიკოა, არავის მოაკვლევინებს თავს.

დატოვეთ კომენტარი