ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ვინ არის ყველაზე საუკეთესო ?

0
1280
Загрузка...

ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ვინ არის ყველაზე საუკეთესო ?

მე-12 ადგილი – მორიელი

საოცრად მიმზიდველი, ჭკვიანი და ლამაზი ქალი-მორიელი – ყველაზე ცუდი ცოლია მსოფლიოში. მოიყვანო ცოლად მორიელი – ნიშნავს მონად გაყიდო საკუთარი თავი.

მე-11 ადგილი – თევზები

მოიყვანო ცოლად თევზები – იგივეა, რაც იყოლიო ფისო: სახლში იცხოვრებს ძალიან ლამაზი არსება, რომელიც მთელი ცხოვრება გიყურებს სკეპტიკურად.

მე-10 ადგილი – ლომი

ცოლი – ვიტრინა და სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაა. თუ სახალხო მეურნეობამ არ გამოიმუშავა კარატი ქალი-ლომის თითოეული ყურისთვის და კიდევ ერთი-ორი კარატი მისი უსახელო თითისთვის – მძიმე ბრჭყალებიანი თათს დაარტყამს სწორედ ამ მეურნეობაზე.

მე-9 ადგილი – მშვილდოსანი

ცოლი-სატანა. პატიოსნად აფრთხილებს, რომ მას ქმრისგან არაფერი სჭირდება მისი უკვდავი სულის გარდა. მშვილდოსანს ის კი არ აინტერესებს, ამ სულში რა ხდება, უბრალოდ მას სამომავლო გარანტიები სჭირდება.

მე-8 ადგილი – ტყუპები

ტყუპები – სახიფათო ცოლია. არიან ქალები, ვის გვერდითაც მამაკაცი საკუთარ თავს გმირად ხედავს, არიან ქალები, ვის გვერდითაც მამაკაცები უიღბლოდ გრძნობენ თავს, და არიან ქალი-ტყუპები. მათ კარგად იციან ვინ არიან მამაკაცები სინამდვილეში.

მე-7 ადგილი – ვერძი

ყველამ იცის, რომ იცხოვრო ვერძთან – ეს იგივეა, რაც იჯდე ვულკანზე, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ვინმე ხვდება, რის გამო რისკავს საკუთარი საჯდომით.

მე-6 ადგილი – სასწორი

მოიყვანო ცოლად სასწორი – ყველა მხრიდან ხელსაყრელი წამოწყებაა: ერთის მხრივ, ის „ნამდვილი ქალია“, რომელზეც ოცნებობს ყველა მამაკაცი: ნაზი და დამთმობი, კარგი დიასახლისი. ეს მაშინ, როცა ქალი-სასწორი კარგ ხასიათზეა, რაც ხშირად არ ხდება. დანარჩენ დროს კი ისინი უძღვნიან ისტერიკებს, ტანჯვას და ტირილს. და ამასაც ლამაზად აკეთებენ.

მე-5 ადგილი – ქალწული

საუკეთესო ცოლების ხუთეულს ხსნის ქალწული – ის იმდენად არ არის ცოლი, რამდენადაც საუკეთესო მეგობარია. ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოლ-ქმარი უნდა უყურებდნენ არა ერთმანეთს, არამედ ერთი მიმართულებით, თანაც იქით, სადაც აირჩევს ქალწული.

მე-4 ადგილი – კურო

საპატიო მეოთხე ადგილი ერგო კურო – ქალს, რომელზეც ღირს დაქორწინება, თუ მხიარული უსაქმური ხარ. იმიტომ რომ კუროებს ნიჭი აქვთ – გაზარდონ ღარიბი უსაქმურისგან წარმატებული უსაქმური.

მე-3 ადგილი – თხის რქა

ლიდერების სამეულის ბოლოში არიან – თხის რქები, ქალები, რომლებმაც ზუსტად იციან ოჯახური ბედნიერების რეცეპტი. თხის რქები თხოვდებიან ჯანსაღი აზრითა და ფხიზელი გაანგარიშებით, და არა რაღაც ნახევრადმითიური შეყვარებით.

მე-2 ადგილი – მერწყული

საპატიო მეორე ადგილი ერგოთ მერწყულებს – მხოლოდ იმიტომ , რომ მათ არ უყვართ პირველობა. ცოლი-მერწყული თითქმის მითიური ქალია, მამაკაცების ოცნებების მთავარი გმირი: ნორჩი, მუდამ შესანიშნავი, მუდამ საოცარი. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა: შვიდ წყვილ რკინის ჩექმას გაცვითავ, სანამ მას ცოლად მოყვანაზე დაითანხმებ.

1 ადგილი – კირჩხიბი

დაიყოლიო ქალი-კირჩხიბი გათხოვებაზე არც ისეთი იოლია, მაგრამ თუ დათანხმდა, ის გამოამჟღავნებს საკუთარ თავს მთელი მშვენიერებით: ის ჭკვიანიც არის, ლამაზიც და კარგი დიასახლისიც. მისთვის ოჯახი – მთავარია.

დატოვეთ კომენტარი